LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო

150

დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოს გზების დეპარტამენტმა დაიწყო კამპანია ”გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო”, რომელიც გულისხმობს მოქალაქეთა ცნობიერებისა და ცოდნის ამაღლებას. ეს პროექტი უშუალოდ ეხება ჩქაროსნულ ავტომაგისტრალებს. ”რადიო ჰოლდინგი ფორტუნა” უერთდება კამპანიას ”გავხადოთ ჩვენი გზა უსაფრთხო” და ყველა ჩვენს მსმენელს მოვუწოდებთ, ერთად დავიცვათ გზაზე მოძრაობის წესები.

არ იჩქარო, სახლში გელოდებიან

მძღოლმა ავტოსატრანსპორტო საშუალება უნდა მართოს ისეთი სიჩქარით, რომელიც არ აღემატება გზის კონკრეტულ მონაკვეთზე დადგენილ შეზღუდვებს:

  • საშუალო სიჩქარის 5%-იანმა შემცირებამ, შესაძლოა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რიცხვი 30%-ით შეამციროს.
  • დიდი ხნის განმავლობაში მაღალი სიჩქარით მოძრაობა აქვეითებს კონცენტრაციასა და მაღალი სიჩქარის შეგრძნებას.

რაც უფრო სწრაფად მიდის ავტომობილი, მით უფრო რთულია მისი გაჩერება. თუ ავტომობილი მოძრაობს 40კმ/სთ სიჩქარით, მის გასაჩერებლად საჭიროა 27 მეტრი დისტანცია, ხოლო 70 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობისას საჭიროა 57 მეტრი დისტანცია.

1L4A7018არ მართო ავტომობილი დაღლილმა

თუ სატრანსპორტო საშუალების მართვისა მძღოლი გრძნობს დაღლილობას, მიზანშეწონილია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება და დასვენება, ან შესაძლებლობის შემთხვევაში-საჭესთან სხვა მძღოლის დასმა.

საჭესთან გადაღლა და ძილი ავტომაგისტრალისათვის დამახასიათებელი რისკ ფაქტორია, რომელიც იწვევს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებს. ხუთიდან ერთი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის მიზეზი სწორედ მძღოლის დაღლილობაა.

ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს დღეში ცხრა საათს. მძღოლმა ყოველ 4-5 საათში უნდა შეისვენოს არანაკლებ 45 წუთისა.

არ გამოიყენო საჭესთან მობილური ტელეფონი

მობილური ტელეფონის გამოყენება ავტომობილის მართვის დროს ზრდის საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების რისკს. მობილური ტელეფონით მოსარგებლე მზღოლები:

  • ნაკლებად ახერხებენ იმის დანახვას, თუ რა ხდება გზაზე
  • უფრო გვიან რეაგირებენ და ვერ ასწრებენ დამუხრუჭებას
  • უფრო დიდი ალბათობით ქმნიან საფრთხეს სატრანსპორტო ნაკადის გადაკვეთის ადგილებში.

60კმ/სთ მოძრავი მზღოლი 5 წამით ყურადღების გადატანისას გადის დაახლოებით 100 მეტრს. ამ დროში საგზაო სატრანპორტო შემთხვევების ალბათობა 2-3 ჯერ იზრდება.

1L4A7006არ მართო ავტომობილი ნასვამმა

ალკოჰოლის მოხმარება იწვევს სწრაფი აზროვნებისა და რეაქციის უნარის დაქვეითებას, ყურადღების კონცენტრაციის შესუსტებას, მხედველობის გაორებას, ყოველივე ეს ზრდის საგზაო-სატრანპორტო შემთხვევების რისკს.

გავუფრთხილდეთ ქვეითს გზაზე

მძღოლმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს საგზაო მოძრაობის ისეთი მონაწილეების მიმართ, როგორებიც არიან ქვეითები (განსაკუთრებით ბავშვები, ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები) და ველოსიპედისტები.

შეიკარი უსაფრთხოების ღვედი!

უსაფრთხოების ღვედის გამოყენება მძღოლება და წინა სავარძელზე მსხდომ მგზავრებში გარდაცვალების რისკებს 50%-მდე, ხოლო უკანა სავარძელზე მსხდომ მგზავრებში კი 70%-მდე ამცირებს.

უსაფრთხოების ღვედის გამოყენება საჭიროა დაბალი სიჩქარით მოძრაობის დროსაც, რადგან ავტოსაგზაო შემთხვევებში დაღუპულთა და დაშავებულთა უმეტესობა 60კმ/სთ და უფრო ნაკლები სიჩქარით მოძრაობდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g