LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ცნობით, სოფელ აგარასთან მსუბუქი ავტომობილი ბეტონის კედელს შეეჯახა – დაღუპულია 1 ადამიანი

276
პოლიციაა

ახალციხეში, სოფელ აგარასთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა 1 ადამიანი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ბეტონის კედელს შეეჯახა.

„ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g