პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ფორტუნას“ გადაცემაში „დღის თემა“ იმყოფებოდა სტუმრად, სადაც „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების, დიმიტრი ხუნდაძის, სოზარ სუბარის და მიხეილ ყაველაშვილის მიერ პარტიის დატოვების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრა.
სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე „ქართულ ოცნებას“ ტოვებენ
სუბარი, ყაველაშვილი და ხუნდაძე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
ელისაშვილი აცხადებს, რომ გავრცელებული განცხადება არის სრული ბოდვა და ის მოსაზრება, რომელსაც „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს „არიქა, ჩვენს ომში ჩართვას ცდილობენო“, ელისაშვილის თქმით, არასერიოზულია, რადგან საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, რომ ჩვენ ძალიან ცოტა ჯარი გვყავს და ძალიან ცოტა იარაღი გვაქვს.
„გავრცელებული განცხადება, სადაც იმ მიზეზებზეა საუბარი თუ რის გამო დატოვეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა მმართველი გუნდი არის აბსოლუტური ბოდვა. გულდასაწყვეტია, რომ სუბარი, ვისაც ვიცნობ იყოს ბოდვითი პროექტის ნაწილი და იმ სიბნელეს მოაწეროს ხელი, რაც მე დღეს წავიკითხე. არ მიმაჩნია ეს განცხადება იმდენად მნიშვნელოვნად, რომ დეტალურად ვიმსჯელოთ ამ სისულელეზე. ეს მათი არჩევანია, სუბარზე ცოტა გული დამწყდა, რომ არ მოგატყუოთ. გადაწყვიტეს, რომ შეუერთდნენ „ალტ-ინფოს“ თუ, რაღაც ოხრობა პარტია, რომ არის რუსების. იმათ ეტყობა შეუთხელდათ რიგები და ასე გადაწყვიტეს. ეს მათი არჩევანია და თავისი თავის დაზიანების გარდა ამით ვერაფერს მიიღებენ.
სუბარის, ყაველაშვილისა და ხუნდაძის სახით „ალტ-ინფოს“ საპარლამენტო ჯგუფი შეიქმნა – მანჯგალაძე
ის აზრი, რასაც „ქართული ოცნება“ ამკვიდრებს, „არიქა, ჩვენს ომში ჩართვას ცდილობენო“… მოდი რა ცოტა სერიოზულად შევხედოთ ამ ყველაფერს. გეგონება 80 დივიზია გვიდგას საქართველოში კბილებამდე აღჭურვილი, რომ ერთი ხელი თუ გვკრეს მოსკოვამდე ვერ გაგვაჩერებენ. სინამდვილეში ძალიან ცოტა ჯარი გვყავს, ცოტა იარაღი გვაქვს და ეს ყველაზე მეტად ჩვენმა პარტნიორებმა იციან.
ვინ გვიბიძგებს ომისკენ? ან რა სანქცია უნდა დავუწესოთ? ატამს თუ არ შევიტანთ, რუსების ეკონომიკა მაგით არ დაინგრევა, არც არავინ გვაიძულებს ატამი არ შეიტანოო. ეს არის აბსოლუტური ბოდვა, ოღონდ, რას ემსახურება ვერ გავიგე“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
