LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს“ – შსს

217
შსს

„სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველოში მყოფი, უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი ლ.ა. გაიტაცეს, ან მის გატაცებას შეეცადნენ, არ შეესაბამება სიმართლეს“, – აღნიშნულის შესახებ კომენტარს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ამ ეტაპისთვის, საქართველოს ტერიტორიაზე რაიმე სახის დანაშაულის ჩადენა არ დასტურდება.

„პოლიციის მხრიდან მიმდინარეობს სამართალწარმოება, მყისიერად დაიწყო სამართლებრივი რეაგირება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით. ლ.ა.-სთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი გარემოების შესწავლა.

ლ.ა.-სა და სამართალდამცველებს შორის მოხდა კომუნიკაცია, მისგან მიღებული ინფორმაციით, მის მიმართ მუქარას ან რაიმე სახის სხვა დანაშაულს ადგილი არ ჰქონია. ლ.ა. გადაყვანილი იქნება მსხვერპლთა თავშესაფარში“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g