LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე მომხდარ ავარიას 15 წლის მოზარდი ემსხვერპლა

98
გზა 56

ფშაველი-აბანო-ომალოს გზის 31-ე კილომეტრზე, „ტოიოტა ფორანერის“ მარკის ავტომობილი დიდი სიმაღლიდან ხევში გადავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაიღუპა 15 წლის ბავშვი, რომელიც ქვემო ალვანის მკვიდრია. დაშავდა 2 ადამიანი.

მაღალი გამავლობის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

მომხდარი „ფორტუნას“ შსს-ში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, შემთხვევის  შედეგად ორი ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.  მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სიცოცხლისთვის სახიფათო არაა.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 276-ე ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ფშაველი-აბანო-ომალოს დამაკავშირებელ გზაზე მანქანა სიმაღლიდან გადავარდა – არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g