ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, „იზა ჩირგაძე იმყოფება ოჯახთან ერთად და არის უსაფრთხოდ“.
მათივე ინფორმაციით, ჩირგაძის ადგილსამყოფელს მიაგნეს ერთ-ერთი რეგიონის სოფელში, თუმცა, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილმდებარეობას არ აკონკრეტებენ.
ჟურნალისტის ცნობით, თავად იზა ჩირგაძე და მისი მეუღლე კონტაქტზე არ გამოდიან. ჩირგაძის სოფელში ყოფნას მისი მეზობლები ადასტურებენ.
მათი თქმით, ჩირგაძე სოფელში წუხელ ნახეს და ესაუბრნენ კიდეც მას.
შეგახსენებთ, 1 ნოემბერს ქუთაისში ენმ-ის ოფისში ხატია დეკანოიძემ საუბნო კომისიის წევრთან ერთად ბრიფინგი გამართა.
ბრიფინგზე ქუთაისის 90-ე კომისიის წევრმა, იზა ჩირგაძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი აიძულებდა უბანზე ხმის უფლება მიეცა პირისთვის, რომელსაც სხვა პირადობა ჰქონდა. მისი თქმით, მან არ შეასრულა დავალება, რის გამოც დაემუქრნენ.
