“ქართული ოცნება” თბილისის მერობის კანდიდატად ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურას განიხილავს. ინფორმაციას ტელეკომპანია “ფორმულა” ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, პოლოლიკაშვილმა შეთავაზება მმართველი გუნდისგან უკვე მიიღო, თუმცა მმართველ გუნდს მისი თანხმობა ჯერ არ აქვს.
ზურაბ პოლოლიკაშვილი, 2018 წლიდან გაეროში, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნის თანამდებობას იკავებს.