LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ორ მოქალაქეს ათენის პოლიციაში სცემეს

66
კრიმინალი

ბერძენმა სამართალდამცველებმა, გავრცელებული ინფორმაციით,

საქართველოს ორი მოქალაქე ათენში დოკუმენტაციის არქონის გამო დააკავეს.

ახლობლები აცხადებენ, რომ დაკავებულებს პოლიციაში სცემეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაზე უარს ეუბნებიან. დაკავებულებიდან ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა.

დაკავებულის ადვოკატი გიორგი ოგანეზოვი ამბობს, რომ ბოლო პერიოდში საბერძნეთის პოლიციის მხრიდან საქართველოს მოქალაქეების მიმართ დამოკიდებულება პრობლემურია. ადვოკატის თქმით, დაკავებული მის დასახმარებლად საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობის ჩართვას ითხოვს.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები