LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული რუსთავის მერიის თანამშრომელი იყო – დაკავებული ბრალს არ აღიარებს

263
ბრალდებული

ქალზე ძალადობაში ბრალდებულ გიორგი ხუროშვილს წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს, დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

მამაკაცს ძალადობის 6 ეპიზოდში ედავებიან. გამოძიებას მოპოვებული აქვს ძალადობის ამსახველი ვიდეოკადრებიც.

დღევანდელი პროცესი დახურული იყო. ადვოკატი გირაოს ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე ვიდეოჩანაწერის ამოღების მიზნით, რომელშიც ასახულია ქალის პირადი ცხოვრება და სწორედ ამ ვიდეოჩანაწერებით ემუქრებოდა ბრალდებული დაზარალებულ ქალს და აიძულებდა სექსუალურ კავშირს.

რაც შეეხება ბრალდებული გიორგი ხუროშვილის პოზიციას, მისი ადვოკატი მაგდა მარგიანი  დეტალებზე არ საუბრობს. ამასთან, ადვოკატმა მედიასთან განაცხადა, რომ დაკავებული არცერთ წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს.

„მე ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე ამ ეტაპისთვის ვერაფერს ვერ გეტყვით და თავად ბრალდებულის სურვილიც ასეთია,“ – აცხადებს დაკავებულის ადვოკატი.

პროკურორ თინათინ სტურუას განცხადებით კი, საქმის მასალებში არსებობს როგორც დაზარალებულის, ასევე მოწმეთა გამოკითხვის ოქმები.

„საქმის მასალებში წარმოდგენილია მოწმეთა გამოკითხვის, მათ შორის დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები. წარმოდგენილია ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმები, ასევე წარმოდგენილია დაზარალებულის სამედიცინო დოკუმენტაცია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობა ამ ეტაპზე ქმნიდა აღკვეთის ღონისძიების გამოყენების ფაქტობრივ საფუძველს.

დამატებით გვაქვს კიდევ მოსაპოვებელი მტკიცებულება იმ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების შესახებ, რომლის გასაჯაროებითაც ემუქრებოდა ბრალდებული დაზარალებულს,” – აცხადებს პროკურორი.

„ფორტუნას“ რუსთავის მერიაში დაუდასტურეს, რომ  ბრალდებული არის აიპი „რუსთავის კორპუსის“ ყოფილი თანამშრომელი, რომელიც რუსთავის მერიას ეკუთვნის.

თუმცა უწყებაში არ დაუკონკრეტებით, იყო თუ არა ის მაღალ თანამდებობაზე მაშინ, როცა გამოძიების ინფორმაციით ქალზე ძალადობდა.

ამასთან, სექსუალურ ძალადობაში დადანაშაულებელი გიორგი ხუროშვილი შპს ბოგანოს 100 %-იანი წილის მფლობელია. დაკავებულს კარაქის საწარმო აქვს.

პროკურატურის ინფორმაციით, ბიზნესმენი მეგობარ ქალზე ფიზიკურად ძალადობდა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდა.

ამასთან, გავრცელებული ინფორმაციით,  ამოღებულია პირადი ცხოვრების ამსახველი ჩანაწერებიც. ბრალდების მხარე აცხადებს, რომ გიორგი ხუროშვილი ქალზე ორი თვის განმავლობაში სისტემურად ძალადობდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g