LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრცელებული ინფორმაციით შაკირა და პიკე გაშორდნენ

862

ესპანეთის ნაკრების მცველი ჟერარ პიკე და კოლუმბიელი მომღერალი შაკირა დაშორდნენ. დაშორების ინიციატორი შაკირა იყო. ამის შესახებ ესპანური გამოცემა  Cotileo.es-ი წერს.

გამოცემის ცნობით, ფეხბურთელის მეუღლემ შეაგროვა ნივთები და მათი საერთო სახლი დატოვა.

დაშორების შესახებ ინფორმაცია წყვილს ჯერჯერობით არ დაუდასტურებია. შაკირას სარეკლამო აგენტმა Hola-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გაზეთმა Cotileo-მ ჭორი გაავრცელა და მათი განშორება სიმართლე არაა.

პიკე და შაკირა 2011 წლიდან ერთად არიან. მათ ორი შვილი 4 წლის მილანი და 2 წლის საშა ჰყავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g