LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გავრილოვიც სტუმარი იყო, თუმცა არა უსაფრთხოდ – ლავროვი საქართველოში დასვენების უსაფრთხოებაზე

282
ლავროვი

გავრილოვი და მისი დელეგაციის წევრები სტუმრები იყვნენ, თუმცა უსაფრთხოდ არ ყოფილან – ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პრემიერის განცხადებას,  იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში ჩასული სტუმრები უსაფრთხოდ არიან.

ამის შესახებ რუსეთის პირველმა დიპლომატმა მალდიველ კოლეგასთან შეხვედრისას გააკეთა.

“ჩვენ ვისმენთ, თუ როგორ ამბობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომ ყველა სტუმარი საქართველოში უსაფრთხოდ არის. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ბატონი გავრილოვი და მისი დელეგაციის წევრები სტუმრები იყვნენ, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, თუმცა უსაფრთხოდ არ ყოფილან”, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე რუსებისადმი ქართველების დამოკიდებულებას გამოეხმაურა და ამის მაგალითად, საქართველოს პრეზიდენტის განცხადება მოიყვანა.

“რაც შეეხება იმას, თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოში რუსების მიმართ, ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ რუსეთი მტერი და ოკუპანტია”, – დასძინა ლავროვმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g