რუსი ოპოზიციონერი დმიტრი გუდკოვი საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებას პასუხობს.
,,ვულოცავ საქართველოს ხელისუფლებას ამ ტყუილს. ისინი დიდხანს ფიქრობდნენ, როგორ აეხსნათ, რატომ არ შემიძლია ხინკლის ჭამა მშვიდობის ხიდის ხედის ფონზე – და, როგორც იქნა, მოიფიქრეს“, – ამბობს ოპოზიციონერი საკუთარ სოციალურ ქსელში გამოქვეყენებულ ვიდეო მიმართვაში.
“აფხაზეთის დამოუკიდებლობა სახელმწიფო დუმამ 2008 წელს ცნო. დეპუტატი 2011 წელს გავხდი. 2008 წლიდან კი, როცა საქართველოში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი მიიღეს, არც აფხაზეთში და არც სამხრეთ ოსეთში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გამო ერთხელაც კი აღარ ვყოფილვარ. გარდა ამისა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ გავრილოვისგან განსხვავებით, რომელიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მომხრეა, მე არ დამიკავებია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი – როგორც გვახსოვს, საქართველოს ხელისუფლებამ ეს დეპუტატი გახარებულმა მიიღო.
რუსი ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი გუდკოვი საქართველოში არ შემოუშვეს
ამის შესახებ ინფორმაციას თავად გუდკოვი სოციალურ ქსელ „ფეისბუკზე“ ავრცელებს და წერს, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურია.
მე მქვია დიმიტრი გუდკოვი და არა ალექსეი ნავალნი. მე მესმის, რომ ახლა საქართველოს ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პუტინს თავი მოაწონოს. სააკაშვილის დაპატიმრება საკმარისი არ არის,როგორც ჩანს საჭიროა კიდევ არაერთი რიტუალური ჟესტი მოახლოებული არჩევნებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად. მაგრამ ხომ შეიძლება ისე მოიტყუო, რომ სასაცილოდ მაინც არ გამოიყურებოდე“, – ამბობს გუდკოვი.
მისი თქმით, ის პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობას, ქართველ ხალხს და მისი სწრაფვას ევროპისკენ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საქართველოში რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დმიტრი გუდკოვის არშემოშვების გამო ის აჟიოტაჟის საფუძველს ვერ ხედავს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გუდკოვი რუსეთის იმ დუმის წევრი იყო, რომელმაც თავის დროზე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარა.