LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია მაღაზიაში UNO SHOES

2497

მაღაზია UNO SHOES მომხმარებელს გაზაფხული-ზაფხულის ახალ კოლექციას სთავაზობს. მაღაზიაში წარმოდგენილია ქალისა და მამაკაცის ფეხსაცმელი და აქსესუარები.

როგორც UNO SHOES -ის დირექტორის მოადგილემ, არმენ ჩილინგარიანმა ”ფორტუნა პლუსს” განუცხადა, მაღაზიამ გაზაფხული-ზაფხულის ახალი კოლექცია მიიღო. პროდუქცია გათვლილია ყველა სეგმენტზე, საზაფხულო ფეხსაცმლის ფასი 5 ლარიდან იწყება და 195 ლარამდე ადის, ჩანთების ფასი კი 16 ლარიდან იწყება და 110 ლარამდე მერყეობს.

”ჩვენი სლოგანია: ხელმისაწვდომი ფასები ყველასთვის”, – აღნიშნა ჩილინგარიანმა .

მისივე ინფორმაციით, უახლოეს მომავალში იგეგმება მაღაზიის ფილიალის რუსთავში გახსნაც.

მომხმარებელს კი სასურველი ფეხსაცმლისა და აქსესუარების შეძენა შემდეგ მისამართებზე შეუძლია: პეკინის ქ. # 19, რუსთაველის ქ. # 38, ასევე სავაჭრო ცენტრი “გლდანი მოლი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები