LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზაფხულია, მეტი ვიაროთ ფეხით! რა ჯობს ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას?! – გამყრელიძე ახალგაზრდებს მიმართავს

74
BeFunky-collage (2)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი საზოგადოებრივ ტრანსპორტში მომატებულ ხალხმრავლობას ეხმიანება და ახალგაზრდებს რეკომენდაციით მიმართავს – მოკლე მანძილზე გადაადგილების დროს, უფრო მეტი იარონ ფეხით.

ამირან გამყრელიძის თქმით, ყველანაირი თავშეყრა თავდაცვის საშუალებების გარეშე მომატებული რისკია:

“ყველანაირი დაუცველი თავშეყრა, რა თქმა უნდა, მომატებული რისკია, მაგრამ მარტო კონტროლი, მარტო შოლტი და მათრახი არ მუშაობს. მთავარი ჩვენი თვითშეგნება და თვითდისციპლინაა. გაზაფხულია ახლა და ფეხით მეტად ვიაროთ. ახალგაზრდები ხართ, არ გინდათ ახლა ორ გაჩერებაზე ავტობუსით მგზავრობა. რა ჯობია ახლა თბილისის ქუჩებში გასეირნებას. ორი-სამი კილომეტრი რომ გაიაროთ, ცუდია?”. – თქვა გამყრელიძემ.

მისივე განცხადებით, დღეს ქვეყანაში ათი კლასტერია ჩამოყალიბებული და ყველა კლასტერის ეპიდაფეთქება ქორწილებიდან და ქელეხებიდან დაიწყო.

გამყრელიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდა საზოგადოებას, თავი შეიკავონ მსგავსი შეკრებებისგან და ვაქცინაციის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება.

mazda magti 5g