LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გაზი შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია” – ესტონეთის პრემიერი ემანუელ მაკრონის აკრიტიკებს

111
51702668404_13d667cf2c_o-1180x787

„გაზი შეიძლება ძვირი იყოს, მაგრამ თავისუფლება ფასდაუდებელია“, – ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა განაცხადა. მან გააკრიტიკა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, რომელიც, მისი თქმით, ცდილობს ვლადიმერ პუტინს კონფლიქტიდან დიპლომატიური გამოსავალი შესთავაზოს. კაია კალასის თქმით, სირთულეების მიუხედავად, თავისუფლება ფასდაუდებელია.

„თავისუფალ სამყაროში მცხოვრებ ადამიანებს ეს ნამდვილად არ ესმით. მე ვიცი, როგორი გრძნობაა და ეს არის ცენტრალური და აღმოსავლეთის ქვეყნების გამოცდილება, მაგრამ ეს არის გამოცდილება, რომელიც დასავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არ აქვს, ამიტომ ღირებულებები შესაძლოა გაუჩინარდეს, როგორც კი ტკივილს იგრძნობთ თქვენს მხარეს“ , – აღნიშნა კაია კალასმა.

როგორც ესტონეთის პრემიერმა განმარტა, თავდაპირველად სანქციები მხოლოდ რუსეთისთვის იყო რთული. „მაგრამ ახლა მივდივართ ისეთ წერტილამდე, როცა სანქციები მტკივნეულია ჩვენივე ქვეყნებისთვის და საკითხავია, როგორი ტკივილის ასატანად ვართ მზად. ერთიანობის შენარჩუნება ძალიან რთულია. ეს სულ უფრო და უფრო რთულდება მაღალი ინფლაციისა და ენერგიის ფასების გამო“, – აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები