LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის დანადგარების ყოველწლიური შემოწმება, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს

114
1550081632-13-02-2019-21-00.-2.mp4_000038680

მთავრობას ვთავაზობთ, რომ შემოღებულ იქნას გაზის დანადგარების ყოველწლიური სავალდებულო შემოწმება, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ ნათია თურნავამ ბუნებრივი გაზის სექტორში დაგეგმილი ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა.

საააგენტო „ინტერპრესნიუსის” კითხვაზე, იმ ფონზე, რომ 2018 წელს ბუნებრივი გაზის აფეთქების, ასევე მხუთავი აირისგან მოწამვლისა და გარდაცვალების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, რა გეგმა აქვს უწყებას ამ პრობლემის გადასაჭრელად, თურნავა აცხადებს, რომ ეკონომიკის სამინისტროს უკვე მზად აქვს ცვლილებების პაკეტი, რომელსაც მთავრობას უახლოეს პერიოდში წარუდგენს დასამტკიცებლად.

ამასთან, როგორც მინისტრის მოადგილე განმარტავს, გაზის დანადგარების სავალდებულო შემოწმების გარდა, გამკაცრდება მონტაჟის წესები, რომელთა დარღვევა შესაძლოა, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g