LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის ნაცვლად საქართველო ”გაზპრომისგან” ტრანზიტის საფასურად ფულს ითხოვს

52

რუსეთიდან სომხეთში გატარებული გაზის 10%-ის ნაცვლად საქართველო ”გაზპრომისგან” ფულად ანაზღაურებას ითხოვს. ამის შესახებ ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ”გაზრპომთან” მოლაპარაკებაში  ქართულმა მხარემ ხელშეკრულების პირობების შეცვლა მოითხოვა.

”პირველი წელი არ არის როცა გვაქვს ურთიერთობა ”გაზპრომთან”, ყოველწლიურად ხდება არსებული ხელშეკრულების გადახედვა. ამ შემთხვევაში მოთხოვნა არის ის, რომ გადავიდეთ ფულად ანაზღაურებაზე, ”-განაცხადა კალაძემ.

მისივე თქმით, მოლაპარაკებები უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს, შედგა რამდენიმე შეხვედრა, თუმცა შეთანხმება, ჯერჯერობით, მიღწეული არ არის.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების  მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განმარტებით კი, ”გაზპორმთან” მოლაპარაკებები ტექნიკურ ხასიათს ატარებს.

მისი თქმით, ”გაზპრომი” საქართველოს იყენებს,  როგორც ტრანზიტორ ქვეყანას სომხეთში გაზის მისაწოდებლად. შესაბამისად, მას აქვს გარკვეული ვალდებულებები და სწორედ ამ ტრანზიტის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g