LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზის ტარიფი არ გაიზრდება, ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ამან შარშანაც გაამართლა – ნათია თურნავა

199
67950792-2408650092557969-2336977609394487296-o

ეკონომიკის მინისტრს შინაგანი რწმენა აქვს, რომ გაზი არ გაძვირდება. ის ამბობს, რომ მისმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა.

„ივლისში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. გაზზე ტარიფები არ გაიზრდება. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

სემეკის თავმჯდომარე ირინა მილორავა კი ამბობს, რომ საბოლოო ტარიფი კი წლის ბოლოს დადგინდება.

დღესვე ეკონომიკის მინისტრი ლარის კურსის გამყარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ხელოვნურად იყო გაუფასურებული.

 

„ლარის კურსი იყო ზედმეტად ხელოვნურად გაუფასურებული. რადგან გამოქვეყნდა კიდევაც პირველი ექვსი თვის მაკროეკონომიკური პარამეტრები. ეკონომიკა იზრდება. საგადამხდელო ბალანსი უმჯობესდება. შესაბამისად, არანაირი ორგანული, სიღრმისეული მიზეზი არ არსებობს იმისა, რომ ლარი იყოს გრძელვადიან პერსპექტივაში გაუფასურებული. შესაბამისად, ლარის კურსის გამყარების ტენდენცია არის სრულიად ადეკვატური,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g