LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაზრდილი საპროცენტო სარგებელი „პროკრედიტ ბანკის” ანაბრებზე

90

„პროკრედიტ ბანკი” მომხმარებლებს დეპოზიტებზე განახლებულ პირობებს სთავაზობს. გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები, მოქნილი პირობები და ექსკლუზიური ტარიფები გავრცელდა როგორც ვადიანი, ასევე, შემნახველი ტიპის ანაბრებზე.

„ჩვენი უპირველესი და უმთავრესი პრიორიტეტი კლიენტის საჭიროებაზე მორგებული პირობებია. დღეს მომხმარებლისთვის ფულის დასაზოგად მნიშვნელოვანია მაღალი საპროცენტო განაკვეთი, მისი თანხის დაცულობა და სტაბილურობის განცდა. „პროკრედიტ ბანკი”, როგორც ევროპული ინსტიტუტი, ამ გარანტიებს პასუხისმგებლობით იძლევა. გერმანული გამოცდილება და მხარდაჭერა გვაძლევს საშუალებას კლიენტებს შევთავაზოთ გონივრული ინვესტიციების განხორციელება ჩვენს დეპოზიტებში, რაც სტაბილური და მაღალშემოსავლიანი ფინანსური მომავლის წინაპირობაა” – აცხადებს ნათია თხილაიშვილი, „პროკრედიტ ბანკის” დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები უკვე ძალაშია და ვრცელდება აშშ დოლარში გახსნილ ყველა ტიპის დეპოზიტზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g