„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ აღმასრულებელ მდივანს, გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან კონსულტაციის შემდგომ ადასტურებს, რომ პარტიის აღმასრულებელი მდივნის, გედევან ფოფხაძეს ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა“, -აცხადებენ პარტიაში.
ცნობისთვის, „ჩვენი საქართველო-სოლიდარობის ალიანსის“ მდივანს, ლევან გოგიჩაიშვილს და მის მეუღლეს, “ტვ პირველის” ჟურნალისტ ვიკა ბუკიას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდასტურდათ.