Geely Holding Group ჩინურ ქალაქ ჩუნცინში ახალი ქარხნის აშენებას გეგმავს, სადაც Polestar–ის პრემიალური ელექტრომობილები აიწყობა. წინასწარი ინფორმაციით, ახალი საწარმოს სიმძლავრე წელიწადში 30 000 ავტომობილი იქნება, თუმცა კომპანიაში ამ მონაცემებს ჯერ–ჯერობით არ ადასტურებენ.
ამჟამად Polestar–ის ავტომობილებს ქალაქ ჩენდუში მდებარე საწარმო აწყობს. აღნიშნული ქარხანა ქვეყნის მასშტაბით ერთ–ერთ ყველაზე ეკოლოგიურ ობიექტად ითვლება და ელექტროქარებთან ერთად ჰიბრიდების გამოშვებითაცაა დაკავებული.
საინტერესოა, რომ კონვეიერიდან ჩამოსული მოდელები არამხოლოდ შიდა ბაზარზე იყიდება, არამედ ექსპორტზეც გადის და ევროპის რამდენიმე ქვეყანას იპყრობს.
ზოგადად polestar–ის ელექტრომობილები 9 ქვეყნის ბაზარზე გადის და ეს მაჩვენებელი უახლოს მომავალში 23–მდე უნდა გაიზარდოს.