LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Geely-ს ახალი კროსოვერი კამუფლაჟის გარეშე გამოჩნდა

55

Geely-ს ახალი კროსოვერი კამუფლაჟის გარეშე გამოჩნდა. კომპანია Geely-მ გაავრცელა ფოტო, რომელზეც BMA-ს მოდულის პლატფორმაზე აგებული პირველი მოდელია გამოსახული.

კროსოვერი სერიული ინდექსით SX11 დასაწყისისთვის მხოლოდ ჩინურ ბაზარზე გამოჩნდება და მის შეძენას ავტომოყვარულები 2018 წლის ბოლოდან შეძლებენ. ავტომწარმოებელი იმედოვნებს, რომ სიახლე კონკურენტებს თავისი მასშტაბურობით, აგრეგატის სიძლიერითა და უსაფრთხობის სისტემებით აჯობებს და მომავალში ბრენდის ყველა მოდელი მსგავს პლატფორმაზე აიგება. BMA საშუალებას იძლევა რომ ძრავი 1,0, 1,4 ან 1,5 ლიტრის მოცულობის იყოს, ასევე სურვილის შემთხვევაში ჰიბრიდადაც გადაკეთეს. წინასწარი ინფორმაციით, აგრეგატის სიმძლავრე 180 ცხენის ძალა იქნება და მისი ღირებულება კი ჯერ-ჯერობით არ ზუსტდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები