უკვე წელიწადზე მეტია თბილისში ქართული წარმოების ქალის, მამაკაცის და ბავშვის ჩანთების რეალიზაცია დაიწყო. კომპანია „გეფერინი“ 2014 წლის 7 აგვისტოს დაარსდა. პროდუქციის რეალიზაცია ”გეფერინის” ოთხ სახელობით მაღაზიაში ხდება, აქედან სამი თბილისში, ერთი კი ბათუმში მდებარეობს. პროდუქცია თურქული და ქართული ტყავით იკერება.
ილია გეფერიძე (კომპანია „გეფერინის“ დამფუძნებელი): ჩვენ გავაკეთეთ აქცენტი ხარისხზე, ამიტომ მაღაზიაში მოქმედებს გარანტია, ტყავის შემცვლელებზე 6 თვიანი, ტყავებზე კი ერთწლიანი. თუ რაიმე ხარვეზი აღმოჩნდება ჩვენ გაყიდულ პროდუქციაში, შესაბამისად ამას მეორეჯერ აღარ დავუშვებთ. ჩვენ გვქონდა რამდენიმე შემთხვევა და მაშინვე შევუცვალეთ პროდუქცია იმ მომხმარებელს. თუ მომხმარებელს არ უნდა პროდუქციის შეცვლა, თანხას ვუბრუნებთ უკან.
მაღაზიაში ყველაზე გაყიდვადი ქალის ჩანთებია. ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური ფოჩებიანი ჩანთებია. მაღაზიაში ჩანთების სხვადასხვა ხაზი აქვთ, როგორიცაა ეკონომ ხაზი, სადაც 40 ლარამდე ღირებულების ჩანთები შედის. მეორე ხაზია საშუალო და ძვირადღირებული, რომელთა ფასი 40-დან 250 ლარამდეა, მესამე ხაზი კი ხელნაკეთ ჩანთებს მოიცავს, რომელთა ღირებულება 69-დან 200 ლარამდეა.
ჩანთების გარდა მაღაზიაში ნატურალური ტყავის სამაჯურებსაც აწარმოებენ. სამომავლოდ კი გეგმაში ტყავის ქამრების, საფულეებისა და ფეხსაცმლის წარმოება შედის.
ბრენდის კიდევ ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანია, რომ შეიკეროს ერთი მოდელის მცირე რაოდენობა, რადგანაც კომპანიაში ამბობენ, რომ არ სურთ ერთი და იგივე მოდელებით გაჯერებული იყოს ბაზარი.„გეფერინში“ იყენებენ მაღალი ხარისხის მასალასა და აქსესუარებს.
„გეფერინი“ ყოველთვიურად 350-დან 500-მდე ჩანთას აწარმოებს. კომპანიის უახლოეს გეგმებში ქალაქ რუსთავში ახალი მაღაზიის გახსნა შედის. ”გეფერინის” ჩანთების შეძენის შესაძლებლობა ექნებათ მალე მოსკოვშიც, სადაც ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში კომპანიის შოურუმი განთავსდება.
79 ლარი
69 ლარი
69 ლარი
58 ლარი
91 ლარი
69 ლარი
ზურგჩანთა 149 ლარი, თეთრი ჩანთა 250 ლარი, ყავისფერი ჩანთა 250 ლარი
დიდი ჩანთა 300 ლარი, პატარა 119 ლარი
მამაკაცის ჩანთა – 67 ლარი
მამაკაცის ჩანთა – 73 ლარი
მამაკაცის ჩანთა – 57 ლარი
ბავშვის ჩანთები – 45 ლარი
ბავშვის ჩანთები – 49 ლარი
49 ლარი
ბავშვის ჩანთა – 39 ლარი
49 ლარი

ტყავის სამაჯური – 24 ლარი
ტყავის სამაჯური – 25 ლარი
49 ლარი
69 ლარი
57 ლარი
59 ლარი
79 ლარი
89 ლარი
89 ლარი
89 ლარი
79 ლარი
65 ლარი
73 ლარი
69 ლარი
69 ლარი































