LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეი და ჰეტეროსექსუალ წყვილებს ოჯახური ცხოვრების ერთნაირი უფლებები უნდა ჰქონდეთ – რუმინეთი

226

რუმინეთის  სასამართლომ დაადგინა, რომ გეი წყვილები იგივე ოჯახური უფლებებით უნდა სარგებლობდნენ, როგორც ჰეტეროსექსუალები. ამის შესახებ Washington Post გამოცემა Associated Press-ზე დაყრდნობით იუწყება.

Washington Post-ის ცნობით, 6-7 ოქტომბერს ჩატარდება რეფერენდუმი, სადაც გადაწყდება, ჩაიწერება თუ არა ქვეყნის კონსტიტუციაში ოჯახი, როგორც ქალის და კაცის ქორწინება.

პეტიციას, რომ კონსტიტუციაში ოჯახი მხოლოდ ქალის და კაცის ერთობას წარმოადგენდეს, სამმა მილიონმა რუმინელმა მოაწერა ხელი.

ქვეყნის მმართველი პარტია აცხადებს, რომ რეფერენდუმის ჩატარებას ემხრობა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ის რომელიმე მხარეს მხარდაჭერას უცხადებს.

კრიტიკოსები აცხადებენ, რომ დაგეგმილმა რეფერენდუმმა და შესაძლო ცვლილებამ კონსტიტუციაში, შესაძლოა ლგბტ საზოგადოების უფლებები დაარღვიოს.

გამოცემის ცნობით რუმინეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ბულგარეთი, ლიეტუვა და ლატვია ერთსქესიანთა ქორწინებას არ ცნობენ და ერთსქესიან წყვილებს ვერც სამართლებრივ დაცვას სთავაზობენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g