LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გეი კლუბზე თავდამსხმელმა 20 ადამიანი მოკლა

95

ორლანდოს პოლიციის ცნობით, გეი კლუბზე თავდამსხმელი მოკლულია. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20 და დაშავდა 42 ადამიანი. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია გამოცემა New York Times-მა ფლორიდის პოლიციაზე დაყრდნობით გაავრცელა.

სამართალდამცველების ინფორმაციით, მამაკაცი ორლანდოს მცხოვრები არ იყო, მან თავდასხმა წინასწარ დაგეგმა.

გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა კლუბში ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს, რომელიც გაუვნებელყვეს.

პოლიციამ მომხდარს ტერორისტული თავდასხმის კვალიფიკაცია მიანიჭა.

 

Untitled

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები