ადამიანები, რომლებიც ვიდეოთამაშებით არიან შეპყრობილნი, ხშირად თამაშში ატარებენ მთელს თავისუფალ დროს, მათ შორის ძილის საათებსაც. ტეხასის უნივერსიტეტის სამეცნიერო ცენტრის მკვლევარებმა დაადგინეს, რომ გეიმერები ჩვეულებრივზე საათნახევრით გვიან იძინებენ.
ასეთი კვლევები ონლაინ-გამოკითხვამ აჩვენა, რომელშიც მონაწილეობა 963-მა მოყვარულმა მოთამაშემ მიიღო. ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ გეიმერები საშუალოდ ძილის 36% -ს „იპარავენ“, რაც საერთო ჯამში კვირაში 100 წუთს შეადგენს.