გელა ჩარკვიანის ოფიციალურ „ფეისბუქ-“გვერდზე ხშირად ვრცელდება ამონარიდები მისი წიგნიდან. ერთ-ერთ ასეთ საინტერესო ამონარიდს ჩვენც გთავაზობთ თემაზე, რა არის გელა ჩარკვიანისთვის გოიმობის ყველაზე ნათელი მსაზღვრელი:
„მახსოვს, ახალგაზრდობაში შევქმენი, ასე ვთქვათ, გოიმობის კოეფიციენტის დამადგენელი სოციო-ლინგვისტური ტესტი. მისი ჩატარების შედეგებმა დამარწმუნა, რომ, როცა კაცი ამბობს – შიკალადი, ველისაპეტი და სიფილისტი, მასთან სერიოზულ თემებზე კამათი წყლის ნაყვაა.
#ნაგერალა2“