ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი სოციალურ ქსელში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას ეხმიანება.
როგორც ის წერს, ყოველდღიურად ელოდება 7 საათს, რათა ტელევიზორი ჩართოს და ის თაობა დაინახოს, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის.
“დიდი ხანია ასე არ მდომებია ტელევიზორის ჩართვა. შვიდ საათს ველოდები იმისათვის, რომ კვლავ დავინახო ჩვენი გულანთებული ახალი თაობა, რომლისთვისაც საქართველო, მისი დამოუკიდებლობა და თავისუფლება უმაღლესი რანგის ღირებულებებია,” – წერს ის.
შეგახსენებთ, პარლამენტის წინ აქცია მეოთხე დღეა ტარდება, მას შემდეგ რაც რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდა. აქციის მონაწილეები პირველ დღეს პოლიციამ დაარბია.