გელა დაიაურის ჩანახატი სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება. ცნობილი პოეტი მთასა და ბარს შორის განსხვავების შესახებ წერს…
„გამოუსვლელი და გამოსული მთაში თივას ერქვა…. გამოსული გამომშრალი ბალახი იყო და გამოუსვლელი დაუმწიფებელი, მწვანე…
ბარში ჩავედი და იქ სხვა მნიშვნელობა ჰქონდა ამ ორ სიტყვას… “ტო”-ს თუ ხმარობდი… მოკლედ. მიხვდებით. … და გამიკვირდა.
სანადიროში, მუშაში (ნადში) კაცები საუბრისას ცუდ, უპატიურ სიტყვებს გვერდს ვუვლიდით და ისე ვყვებოდით იუმორისტულ ამბებს…. (ცუდი სიტყვის თქმა უჯიშოობას ნიშნავდა)…
უნივერსიტეტის ეზოში გოგო-ბიჭები ერთად იდგნენ და ისეთ სიტყვებს ამბობდნენ, მე თივასავით გამოუსვლელს შემრცხვა და გავერიდე…
სკამზე მჯდომი ადამიანი ფეხზე აუდგომლად ხელს ართმევდა მომსალმებელს… გავოცდი… მთაში ბავშვი რომ შემოსულიყო, ყველა ფეხზე დგებოდა….
ყური წავჰკარი ქუჩაში: მამაჩემის ხნის კაცი უკუღმა იგინებოდა… მე (თივასავით გამოუსვლელმა) გავიფიქრე: ამან შვილს რა უნდა ასწავლოს-თქო…. დღესაც ბევრი რამე მაოცებს.
ვიცი, ვიბოდიალე და ისე დავწერე ეს ტექსტი….
უბრალოდ, ჩემი ბიძაშვილის, ნუგზარ დაიაურის გამოუსვლელი თივის ხვეტისას ვფიქრობდი ამ ყველაფერზე…. მადლობა შინშო….
მთა ფიქრისთვის ყოფილა გაჩენილი.
P.S. მიყვარხარ, სამშობლო!!!“
