გემი, რომელსაც 18 000 ტონა უკრაინული მარცვლეული გადაჰქონდა, დღეს დილით ესპანეთის ჩრდილო-დასავლეთის პორტში შევიდა. აღნიშნულ მარშრუტს მოიხსენიებენ, როგორც „ახალი საზღვაო მარშრუტი“, რომელიც მიზნად ისახავს, უკრაინის პორტებზე რუსეთის ბლოკადისგან თავის არიდებას. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სატვირთო გემ Alppila-ს 14 ივნისს ჩამოტვირთავენ.
მედიის ცნობით, ეს არის უკრაინული მარცვლეულის პირველი გადაზიდვა, რომელმაც საზღვაო გზით, ბალტიის ზღვაში გახსნილი ახალი საზღვაო მარშრუტის გამოყენებით, ჩრდილო-დასავლეთ ესპანეთს მიაღწია.