LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გემო ფესტი” – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სვანეთში ფესტივალს გამართავს

186
სდგე

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, გასტროტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, მესტიაში „გემო ფესტს“ გამართავს. ფესტივალი 2023 წლის 13-14 იანვარს გაიმართება. ფესტივალის სტუმრებს საშუალება ექნებათ შეიძინონ და დააგემოვნონ სვანური კერძები. ღონისძიების ფარგლებში მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი და მუსიკალური სივრცეები.

“გემო ფესტის“ გამართვამდე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, გამოცდილი შეფ-მზარეულები ფესტივალში მონაწილეობის მსურველთა კერძებს დააგემოვნებენ და რეკომენდაციებს გაუწევენ.

ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართება.
პროექტის მიზანია რეგიონებში ადგილობრივი სამზარეულოს პოპულარიზაცია და გასტროტურიზმის განვითარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები