LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Gen Z გაიზარდა და დაფიქსირდა, არა როგორც აპათიური, ქვეყნის მოვლენებისგან იზოლირებული, არამედ აქტიური თაობა. ამის დანახვა, მათი „ერად“ თავმოყრა ყველა მღელვარებად ღირდა“ – ნათია ფანჯიკიძე

148
ნათია ფანჯიკიძე

მას შემდეგ რაც „ქართულმა ოცნებამ“ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი დააინიცირა საზოგადოების ნაწილი ამ კანონპროექტის წინააღმდეგ გამოვიდა და აცხადებს რომ, მმართველი გუნდის მიერ დაინიცირებული პროექტი „რუსული კანონია“.

თითქმის 2 თვეა, რაც თბილისის ქუჩებში აქციები იმართება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობა ახალგაზრდა თაობა.

როგორც ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წერს, ბოლოდროინდელი მოვლენების შემდეგ ნათელია, რომ Gen Z აქტიური თაობაა, რომელსაც სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბების უნარი და ბელადის კულტისგან დამოუკიდებელია.

„რა მოხდა კარგი? – ჯენ ზი გაიზარდა და დაფიქსირდა, არა როგორც აპათიური, ქვეყნის მოვლენებისგან იზოლირებული, არამედ აქტიური თაობა. ამის დანახვა, მათი „ერად“ თავმოყრა ყველა მღელვარებად ღირდა. აღმოჩნდა, რომ გაგვიზრდია ეროვნული, გემოვნებიანი, მზრუნველი, ლამაზი, განათლებული ადამიანები.

რა მოხდა თვალსაჩინო? – ოპოზიციის და ლიდერების გარეშე ერს აქვს საერთო სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბების უნარი. ახალი თაობა დამოუკიდებელია ბელადის კულტისგან და გარჩევა შეუძლია, თვითონ რა უნდა.

მთავრობისგან რა იყო მოულოდნელი? – არაფერი. ტრადიციულად იქცევიან, როგორც სხვა პოსტ საბჭოთა მთავრობები იქცეოდნენ ხელისუფლებაში დიდხანს შემორჩენის შემდეგ – უამრავი მოქალაქის იგნორირება, „სხვების“ მთავრობად ყოფნაზე უარის თქმა, ერის გახლეჩა და ასობით ათასი ადამიანის მტრად გამოცხადება, ხალხთან დიალოგის უუნარობა და ძალადობით „მოგვარება“.

რა მოხდა ცუდი – ჯერ არაფერი. ცუდი მოხდება, თუ ევროკავშირი გადაწყვეტს დემონსტრირებას, რამდენად დიდი როლი აქვს ქვეყნის მდგრადობაში და ეკონომიკურ თუ დარგობრივ წინსვლაში, გაგვიუქმებს უვიზო რეჟიმს, შეწყვეტს სხვადასხვა სფეროს განვითარებაში დახმარებას.

რა ელის ჩვენს ყოველდღიურობას – ქვეყანა დიდხანს ვერ დამშვიდდება. სიმშვიდე არცაა იდეალი, სიმშვიდე თანატოსის, სიკვდილის ენერგიაა, მაგრამ მნიშვნელოვანია რას მოიტანს მღელვარება“, – წერს ნათია ფანჯიკიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები