LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

General Motors–ის ელექტრონული პიკაპი – პირველი გამოსახულება

82
gnrlmtrspkp

კომპანია General Motors–მა ელექტრონული პიკაპის პირველი თიზერი გაავრცელა. პროექტში 2,2 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა ჩადებული და გარდა პიკაპისა, ეს თანხა უპილოტო Cruise Origin–ის აწყობასაც მოხმარდება.

როგორც GM–ის პრეზიდენტმა განაცხადა, ბრენდმა დიდი ხნის ოცნება აიხდინა და მთლიანად ელექტრონული მოდელის შექმნის იდეა რეალობად აქცია. თანაც ეს იქნება მსოფლიოში პირველი პიკაპი რომელიც ენერგიას ელემენტებიდან მიიღებს. წარმოების დაწყება კი 2021 წლის ბოლოსთვისაა დაგეგმილი.

მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით ბრენდმა დამატებითი ინვესტიცია – 800 მილიონი დოლარიც გაითვალისწინა და ამ თანხას ქარხნის მოდერნიზების, დანადგარების  განახლების და მეტი პროფესიონალის დაქირავებისთვის დახარჯავენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g