გენერალი, საქართველოს შეირაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი გიორგი კალანდაძე დაკავებულია. მისი ახლობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ამ ვერსიით, კალანდაძე გერმანიაშია დაკავებული. დამატებითი ინფორმაცია მიზეზებთან და წინაპირობებთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის.
გიორგი კალანდაძე გენერალური შტაბის უფროსის თანამდებობას 2012 წელს იკავებდა.