LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინეს, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა

109
გიორგი გაბიტაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა წარადგინა, რომელიც ამ დრომდე გენერალური პროკურორის პოსტს იკავებდა.

მისი თქმით, გენერალურ აუდიტორად გაბიტაშვილის არჩევა მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს.

„მივიღე გადაწყვეტილება გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე წარვადგინო გიორგი გაბიტაშვილის კანდიდატურა. ვფიქრობ, გენერალურ აუდიტორად მის არჩევას მნიშვნელოვნად გააძლიერებს სახელმწიფო აუდიტორის სამსახურს და უზრუნველყოფს იმ მიზნების მიღწევას, რომელიც წინასაარჩევნოდ წარვუდგინეთ ჩვენს მოსახლეობას და რომლის შესრულებისთვისაც მივიღეთ ქართველი ხალხის მანდატი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

გაბიტაშვილმა ახალ თანამდებობაზე წარდგენისას აღნიშნა, რომ გენერალური აუდიტორის თანამდებობა მისთვის გამოწვევა და შესაძლებლობაა, ქვეყანას ახალი პოზიციიდან ემსახუროს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანოს.

„მინდა მადლობა გადავუხარო სახელისუფლო გუნდს ნდობის კიდევ ერთხელ გამოცხადებისათვის. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პროკურატურის თითოეულ თანამშრომელს. რიგითი პროკურორობიდან გენერალურ პროკურორობამდე თითქმის 20 წლის განმავლობაში ვიმსახურე უწყებაში, რომელშიც მაღალი პროფესიონალიზმის მქონე ადამიანები მუშაობენ.

ვამაყობ, პროკურატურაში გატარებული თითოეული დღით და პროკურატურის თითოეული თანამშრომლით“, – განაცხადა გენერალური აუდიტორის პოსტზე წარდგენილმა გიორგი გაბიტაშვილმა.

შეგახსენებთ, გენერალური აუდიტორის თანამდებობას ცოტნე ყავლაშვილი იკავებდა, რომელიც ამ პოსტზე პარლამენტმა 2022 წელს აირჩია. ყავლაშვილი ფინანსთა სამინისტროში, მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე დაბრუნდა.

ცნობისთვის, პარლამენტი გენერალურ აუდიტორს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით – 5 წლის ვადით ირჩევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g