LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალური აუდიტორობის კანდიდატი საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს

93

გენერალური აუდიტორობის კანდიდატი, ირაკლი მექვაბიშვილი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში საკადრო ცვლილებებს არ გამორიცხავს.

საკადრო თემასთან დაკავშირებით, თქვენ იცით, რომ გენერალურ აუდიტორს კანონით აქვს მინიჭებული ფუნქცია და უფლებამოსილება, მიიღოს საკადრო გადაწყვეტილებები, მათ შორის, მოადგილეებთან დაკავშირებით. მე ვიცი, რომ აუდიტის სამსახურში კვალიფიციური კადრები, კომპეტენტური ხალხი მუშაობს და მინდა გითხრათ, რომ ყველა კომპეტენტური, კვალიფიციური კადრი დარჩება ჩვენთან. მე, როგორც გენერალური აუდიტორი, ვიზრუნებ თითოეული თანამშრომლის კვალიფიკაციის ამაღლებაზე. თუ დადგება აუცილებლობა ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი სტრუქტურა გახდეს ეფექტური, მოქნილი და შედეგზე ორიენტირებული, შეიძლება დროთა განმავლობაში საკადრო გადაწყვეტილებები მივიღო და ეს უფლება გამოვიყენო,– განაცხადა მექვაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g