LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გენერალური ინსპექციის თანამშრომელმა, ჭაბუკა რაფავამ თანამდებობა დატოვა – შსს-ში აცხადებენ, რომ იგი სამსახურიდან პირადი განაცხადის საფუძველზე წავიდა

127
შსს

შსს-ის გენერალური ინსპექციის ერთ-ერთი სამმართველოს ხელმძღვანელმა, ჭაბუკა რაფავამ  თანამდებობა დატოვა. როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობა ასევე დატოვა კიდევ ერთმა სამართალდამცველმა – სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, რევაზ ლაზიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ ამის მიზეზი გუშინწინ, სამეგრელოში პოლიციელის დაკავებისა და ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, პროტესტი იყო.

„არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე“ – სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამეგრელოში ყოფილი ძალოვნების სახლში სპეცოპერაციები გუშინწინ, გვიან ღამით ჩატარდა.

დაკავებული ყოფილი ძალოვანი, ლექსო რაფავაა. გაჩხრიკეს კიდევ ერთი ძალოვანის, რუსლან შამახიას სახლიც, საიდანაც სანადირო თოფები წაიღეს. ამის შესახებ თავად ყოფილი სამართალდამცველები საუბრობენ.

მომხდართან დაკავშირებით კითხვის საპასუხოდ, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, მამუკა ჭელიძემ ჟურნალისტების განუცხადა, რომ სტანდარტული საპოლიციო ღონისძიებები განხორციელდა.

ღარიბაშვილი პროტესტის ნიშნად წასულ პოლიციელზე: ვერ გამოსწორდა, ვერ შეიცვალა ფერი და ზნე – პოლიტიკურად ანგაჟირებული კაცი თავს ვერ მოერია

magti 5g