LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი პროტესტის ნიშნად წასულ პოლიციელზე: ვერ გამოსწორდა, ვერ შეიცვალა ფერი და ზნე – პოლიტიკურად ანგაჟირებული კაცი თავს ვერ მოერია

108
ირაკლი-ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუშინ თანამდებობიდან წასულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, „ფერი და ზნე“ ვერ შეიცვალა და თანამდებობა ამიტომ დატოვა.

ღარიბაშვილის განცხადებით, გადამდგარი ძალოვანი ყოფილი თავდაცვის მინისტრის, მსჯავრდადებული ბაჩო ახალიას უახლოესი მეგობარია. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, ეს ფაქტი „ცალკე პრობლემაა.“

„ეს არის ერთი პოლიციელი, რომელიც ახალაიას უახლოესი მეგობარია და ეს ცალკე პრობლემაა… ამ ადამიანმა ვერ დააფასა, ვერ გამოსწორდა, ვერ შეიცვალა ფერი და ზნე და დატოვა, რაღაც ვითომ იმიტომ, რომ ერთ-ერთმა უბიძგა, რომ დაეტოვებინა.

ერთი რამ მინდა ვთქვა, მე ყველა პოლიციელს, სრულ პატივისცემასა და თანადგომას ვუდასტურებ. გვერდში დგომას, ყველა ღირსეულ ოფიცერს, უსაფრთხოების თანამშრომელს, ყველა ჯარისკაცს,“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, რევაზ ლაზიშვილი, რომელმაც თანამდებობა დატოვა, პოლიტიკურად ანგაჟირებული პიროვნებაა და მას გადადგომა უბრძანეს. პრემიერ-მინისტრი ფიქრობს, რომ აღნიშნულ ამბავში არაფერი „სენსაციური არ არის.“

„პოლიციელმა და ოფიცერმა პირველ რიგში, საკუთარ მუნდირს უნდა სცეს პატივი და საკუთარ ფორმას უნდა სცეს პატივი. ვისაც უნდა პარტიულ მუშაობაში მონაწილეობის მიღება და პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება, ეს მათი არჩევანია.

მე ყოველთვის მითქვამს ღიად, რომ მათ უნდა აირჩიონ გზა და ასეც მოხდა გუშინ, აქ არავითარი სენსაციური არ არის. ერთმა პოლიციელმა, პოლიციელმა კი არა, რეალურად, პოლიტიკურად ანგაჟირებული კაცი ვერ მოერია საკუთარ თავს და დაემორჩილა მათ ბრძანებას. მორჩა, სხვა არაფერი,“ — განაცხადა ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება ყოფილი ძალოვნის დაკავებას, ღარიბაშვილი ამბობს, რომ თუ პოლიციამ შესაძლო კანონდარღვევაზე ინფორმაცია მიიღო და რეაგირება მოახდინა, „ეს აბსოლუტურად ნორმალურია.“

„ეს პოლიციის პირდაპირი მოვალეობაა და აქ არავითარი გასარკვევი და გამოსაძიებელი არაფერი არ არის, გარდა იმისა, რომ ყველაფერი უნდა იყოს გამჭვირვალე და ღია,“- თქვა ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა, რევაზ ლაზიშვილმა, გუშინწინ სამეგრელოში პოლიციელის დაკავებისა და ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ, პროტესტის ნიშნად, თანამდებობა დატოვა.

„არ შემეძლო კაბინეტიდან მეყურებინა გმირი პოლიციელების მიმართ ჩადენილ ასეთ ქმედებაზე“ – სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელმა თანამდებობა პროტესტის ნიშნად დატოვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g