იტალიაში, ქალაქ გენუაში საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ამ დროისთვის 38 ადამიანს შეადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს იტალიის პრემიერმინისტრმა ჯუზეპე კონტემ განუცხადა.
იტალიის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ინციდენტის შედეგად 15 ადამიანი დაშავდა, აქედან ხუთის მდგომარეობა მძიმეა.
ჯუზეპე კონტემ ასევე აღნიშნა, რომ დაღუპულებს შაბათს გენუაში დაკრძალავენ და იმავე დღეს იტალიაში ეროვნული გლოვა იქნება გამოცხადებული. ხიდის ჩამონგრევის ადგილზე მაშველები აგრძელებენ ოპერაციას, თუმცა გუშინდელი ღამის განმავლობაში მათ ნანგრევებიდან არავინ გამოუყვანიათ.