ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ავიაპარკს უახლოეს მომავალში Boeing 737-800 შეემატება, რომლითაც თბილისიდან პირდაპირი რეგულარული ავიარეისები შესრულდება.
ავიაკომპანიის ინფორმაციით, Boeing 737-800 ერთდროულად 180 მგზავრის გადაყვანას უზრუნველყოფს, რის შედეგადაც, ავიაბილეთების ფასები მკვეთრად შემცირდება.
„ჯორჯიან ეარვეისის” მენეჯმენტი ყოველდღიურ რეჟიმში აგრძელებს ავიაპარკის განახლების შესახებ მოლაპარაკებებს და ავიაბილეთების ფასების კლებაზე მუშაობას“, – აცხადებენ ქართულ ავიაკომპანიაში.
