LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერგეტის სამებამდე ახალი გზით მიხვალთ – პროექტი 7 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა

46811580_2268886943185394_1100220168530821120_n

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდასამების ეკლესიასთან მისასვლელი  5.6 კმიანი გზის მშენებლობა დასრულდა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, პროექტის ფარგლებში, მოეწყო ცემენტ-ბეტონის საფარიანი ახალი გზა, წყალგამტარი მილები, გზის საყრდენი კედლები, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნები და განხორციელდა გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, ახალ გზაზე დამონტაჟდა საგზაო ნიშნები და ჩატარდა გზის ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოებიც.

ტურისტებს, ადგილობრივ მოსახლეობას და მომლოცველებს გერგეტის სამებამდე მისვლა უკვე განახლებული, კომფორტული და უსაფრთხო გზით შეუძლიათგერგეტის ტაძრამდე მისასვლელი ძველი გზა ვიწრო და გრუნტოვანია, რომელიც ახალი გზის პარალელურად იარსებებს.

გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. ახალი გზა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა ღირებულებამ 7 793 854 ლარი შეადგინა. გზის სამშენებლო სამუშაოები შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიამ“ განახორციელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g