LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელებს ოთხდღიანი სამუშაო კვირის დამსახურებით სტრესის დონე შეუმცირდათ და მეტად პროდუქტიულებიც არიან

115
full

გერმანიაში ოთხდღიანი სამუშაო კვირის ნახევარ წლიანი ექსპერიმენტი დასრულდა და მასში 45-მა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. შედეგებმა აჩვენა, რომ დასაქმებულთა შრომისუნარიანობა არ შემცირებულა და სამაგიეროდ მათ მეტი დრო გამოუჩნდათ ახლობლებთან გასატარებლად თუ სპორტით დასაკავებლად. ამის შესახებ Krone წერს.

სპეციალისტებმა ექსპერიმენტში მონაწილეთა თმის ანალიზი აიღეს და კორტიზოლის ანუ სტრესის ჰორმონის დონე გამოიკვლიეს, შედეგად დადგინდა რომ დასაქმებულთა ზოგადი მდგომარეობა გაუმჯობესდა. ფიზიკური მდგომარეობის დასადგენად მათ „ჭკვიანი“ საათების მონაცემებიც გამოიყენეს. როგორც გაირკვა, დასაქმებულ გერმანელებს ექსპერიმენტის ფარგლებში საშუალოდ 38 წუთით უფრო მეტი ეძინათ და ფიზიკურად ბევრად აქტიურები იყვნენ. ხალხმა მეტი დროის გატარება დაიწყო ოჯახთან და სპორტ-დარბაზებიც უფრო შეიყვარა.

ამასთან, შრომის ნაყოფიერება არ დავარდნილა და უფრო მეტი, გაიზარდა კიდეც. კომპანიათა 70%-მა აღნიშნა, რომ შემცირებულ გრაფიკზე გადასვლა ახალი თანამშრომლების მოზიდვაშიც დაეხმარათ.

ექსპერიმენტი 2024 წლის 1-ელ თებერვალს დაიწყო. კომპანიათა 73% ამბობს, რომ მზადაა ტესტირება გააგრძელოს ან სრულად ახლა გრაფიკზე გადავიდეს. 20% 5 დღიან სამუშაო კვირას დაუბრუნდა, თუმცა მათგან 10% მზადაა ამ გადაწყვეტილებას მომავალში კიდევ გადახედოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები