LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანელი ჟურნალისტები საქართველოს ბიზნეს ტურიზმის პოტენციალს ეცნობიან

122
გერმანია

გერმანიიდან და ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საერთაშორისო ღონისძიებების გამართვის მიზნით საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ჟურნალისტებს მასპინძლობს.

პრესტურის ფარგლებში საქმიანი ტურიზმისა და ბიზნეს გამოცემების წარმომადგენლები საქართველოში MICE (Meetings, Incentives, Conferences and Exhibitions) ტურიზმის პოტენციალს, ტურისტულ ინფრასტრუქტურასა და ტურისტულ პროდუქტებს ეცნობიან.

Convention International-ის, TW-Tagungswirtschaft-ისა და TFI Publication-ის ჟურნალისტები უკვე იმყოფებოდნენ თბილისსა და კახეთში, ესტუმრებიან მცხეთასაც, გაეცნობიან ქვეყნის კულტურას, ღვინისა და გასტრო ტურისტულ მიმართულებას.

ტურის ფარგლებში გერმანული მედიის წარმომადგენლები საქართველოს შესახებ ვრცელ სტატიებს მოამზადებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g