გერმანია შოკშია. მოქმედი ჩემპიონი შინ მიდის. არადა, გერმანელები 1954 წლიდან მოყოლებული მუდმივად გადიოდნენ მუნდიალის მეოთხედფინალში, ჯგუფიდან გასვლაზე რომ არაფერი ვთქვათ.
კორეასთან საბედისწერო შეხვედრაც გერმანიამ სტატისტიკურად დიდებულად ითამაშა – 24 დარტყმა (12 ზუსტი). 74% ბურთის ფლობა და 90% ზუსტი პასები.
ლიოვის ხელში გერმანია დიდ ტურნირებზე ყოველთვის გადიოდა ნახევარფინალამდე.