LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანია იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა: გერმანიის საელჩო

246
Untitled design

“გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.” – 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიას, საქართველოში გერმანიის საელჩო ეხმიანება.

ამ თარიღთან დაკავშირებით გერმანიის ელჩის მოადგილემ, ტანია ჰუტმა, დაღუპულთა და დაშავებულთა საპატივცემულოდ მემორიალი გვირგვინით შეამკო.

“დღეს ჩვენ მოვიგონებთ იმ ადამიანებს, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს პარლამენტის შენობის წინ დემონსტრაციის ძალადობრივ დარბევას შეეწირა.
ამ თარიღიდან ორი წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

გერმანია პირველი ქვეყანა იყო, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა.” – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, 9 აპრილის ტრაგედიიდან დღეს 32 წელი შესრულდა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა, ხოლო ასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

<
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები