LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ და დანიამ სირიიდან „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი 11 ქალის და 37 ბავშვის რეპატრიაცია განახორციელეს

75
9451A708-2257-4F03-A659-93D22110D7FD

გერმანიამ და დანიამ სირიიდან რადიკალურ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი 11 ქალის და 37 ბავშვის რეპატრიაცია განახორციელეს.

BBC-ის ინფორმაციით, სირიიდან გერმანიაში ISIS-ის წევრი 8 ქალი და 23 ბავშვი გადაიყვანეს, დანიაში კი 3 ქალი და მათი 14 შვილი.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ჰეიკო მაასის თქმით, ქალები პატიმრობაში არიან და სისხლის სამართლის გამოძიება ემუქრებათ.

მინისტრი იმასაც ამბობს, რომ მოხარულია ქალებისა და ბავშვების გერმანიაში დაბრუნების ფაქტით, თუმცა ISIS-ის ყოფილ წევრებს მოუწევთ პასუხი გასცენ კითხვას თუ რატომ შეუერთდნენ დაჯუფებას.

„ბავშვებმა პასუხი არ უნდა აგონ მშობლების შეცდომებზე, მათ დაცვა სჭირდებათ“, – თქვა მაასმა.

ფოტო: BBC
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g