LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ  ხელოვნური ინტელექტის (AI) დარეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს

133
Artificial,Intelligence,,Technology,3d,Illustration

გერმანიამ, საფრანგეთმა და იტალიამ  ხელოვნური ინტელექტის (AI) დარეგულირების შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. განცხადებაში ნათქვამია,  რომ კანონები უნდა არეგულირებდნენ არა ხელოვნურ ინტელექტს, არამედ მის გამოყენებას.

„ჩვენ უნდა დავარეგულიროთ აპლიკაციები და არა ტექნოლოგია“, – განაცხადა გერმანიის ციფრულ საქმეთა მინისტრმა, ვოლკერ ვისინგიმ.

სამი სახელმწიფოს მიერ მიღწეული შეთანხმების დოკუმენტის თანახმად, საწყის ეტაპზე AI პროვაიდერებისთვის რაიმე სახის შეზღუდვები არ უნდა დაწესდეს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში უნდა მოხდეს, თუ კომპანიები ქცევის კოდექსით დაწესებულ ნორმებს გადაუხვევენ.

ტექნოლოგიური სიახლეები

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები