გერმანია იმ ქვეყნების რეიტინგის ლიდერია, რომლებიც ნაციონალურ ბრენდს წარმოადგენენ. ამასთან, ქვეყანას პირველი ადგილი წელს უკვე მეშვიდედ მიენიჭა, 2008 წლიდან 2021 წლამდე პერიოდში ის საუკეთესო რეპუტაციის ქვეყნად სახელდებოდა.
რეიტინგი Anholt-Ipsos Nation Brands Index (NBI) გამოკითხვების დახმარებით ყოველ წელს ადგენს თუ როგორი რეპუტაცია აქვს ამა თუ იმ ქვეყანას.
NBI ნაციონალურ ბრენდებს 6 პარამეტრის მეშვეობით აფასებს: ქვეყნის სერვისები და პროდუქტები, ნაციონალური ხელისუფლების შეფასება, ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის მიმღებლობა, მისი მოქალაქეების იმიჯი მსოფლიოში, ქვეყნის მონახულებით დაინტერესებულთა რაოდენობა და მისი უნარი მიიზიდოს ადამიანები საცხოვრებლად, სასწავლებლად თუ სამუშაოს.
საუკეთესო ქვეყნების ტოპ-10 ასე გამოიყურება:
1. გერმანია
2. იაპონია
3. კანადა
4. იტალია
5. საფრანგეთი
6. დიდი ბრიტანეთი
7. შვეიცარია
8. აშშ
9. შვედეთი
10. ავსტრალია.