LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიას თავშესაფარი საქართველოს 380-მა მოქალაქემ სთხოვა

77

2017 წლის ოქტომბრის მონაცემებით, გერმანიაში თავშესაფარი 15 170 ადამიანმა მოითხოვა, აქედან საქართველოს 380-მა მოქალაქემ. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, გასულ თვეში საქართველო გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის მიხედვით მეცხრე ადგილზე იყო. ამ მხრივ პირველ ადგილზეა სირია – ოქტომბერში გერმანიაში თავშესაფარი 3301-მა სირიელმა მოითხოვა. ამასთან აღსანიშნავია, რომ სექტემბრის მაჩვენებლით, თავშესაფრის ქართველ მაძიებელთა რიცხვი გერმანიაში 262-ს შეადგენდა, აგვისტოს მონაცემებით კი – 217-ს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g