LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გერმანიაში ლენინის ძეგლი დადგეს [ფოტო]

337
105293562-10158912409514575-713344258276539691-o

გერმანიაში ქალაქ გელზენკირხენში ლენინის ძეგლი დადგეს. ამის შესახებ BBC წერს. მონუმენტის დადგმის ინიციატორი გერმანიის „მარქსისტ-ლენინისტური პარტია“ იყო. პარტიის წევრებმა ძეგლი, რომელიც 1957 წელს შეიქმნა ინტერნეტში 16 000 ევროდ იყიდეს.

„მონათმფლობელების, დესპოტებისა და ომის გამჩაღებელთა ქანდაკებებს მთელ მსოფლიოში ანადგურებენ. ჩვენ დროულად გადავწყვიტეთ დავუდგათ ძეგლი რევოლუციონერ, მშვიდობისთვის მებრძოლ მარქსისტს, რომელიც სიმბოლურად გამოხატავს მომავალს და სოციალიზმის ახალ ეპოქას კაპიტალიზმის გარეშე“,-განაცხადა მარქსისტ-ლენინისტური პარტიის ლიდერმა, გაბი ფაჰთნერმა.

გელზენკირხენში ლენინის ძეგლის დადგმა ყველა პარტიამ გააპროტესტა, მათ შორის ადგილობრივმა ხელისუფლებამ. საქმე სასამართლომდეც მივიდა, თუმცა სასამართლომ გადაწყვეტილება მარქსისტ-ლენინისტური პარტიის სასარგებლოდ მიიღო-ქალაქის მთავრობის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

„ძალიან რთულია იმ ფაქტთან შეგუება, რომ 21-ე საუკუნის დიქტატორი კვარცხლბეკზე დგას და მას მონუმენტი მიუძღვნეს“, – განაცხადა გელზენკირხენის მერმა.

ცნობისთვის, გერმანიის „მარქსისტ-ლენინისტური პარტია“ 1982 წელს შეიქმნა და 3 000 წევრს აერთიანებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g